Home » ბიზნესი » ბიზნესმა II კვარტალში 30,3 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა
ბიზნესმა II კვარტალში 30,3 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა

ბიზნესმა II კვარტალში 30,3 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა

ბიზნესმა 2017 წლის II კვარტალში 30,3 ათასი ადამიანით (+5%) მეტი დაასაქმა, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში. “საქსტატის” მონაცემებით, ქვეყანაში II კვარტლის მონაცემებით, ბიზნესექტორში სულ 631 300 ადამიანია დასაქმებული.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,5% – საშუალო, ხოლო დარჩენილი 41% – მცირე ბიზნესზე.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალია, ხოლო 59,9% – კაცი.

საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 2 მლრდ ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,7 %-ით მეტი).

ბიზნესსექტორში ყველაზე მეტი დასაქმებული 64,6% თბილისზე მოდის, აჭარის ა.რ. – 9.1%, იმერეთი – 7%, ქვემო ქართლი – 5.5%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4%.

Share