Home » ბიზნესი » ბიზნესის გაურკვევლობის დონე უფრო გაიზრდება – პაატა ბაირახტარი გახარიას გადადგომაზე

ბიზნესის გაურკვევლობის დონე უფრო გაიზრდება – პაატა ბაირახტარი გახარიას გადადგომაზე

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს. მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში ბიზნესის გაურკვევლობის დონე უფრო გაიზრდება.

როგორც ბაიარახტარი განმარტავს, თუ გადახვედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, ბიზნესი სრულიად გაურკვეველი შეზღუდვებიდან გამომდინარე, ისედაც გაურკვევლობაშია.

„ბიზნესს არავინ უხსნის თუ რატომ არის ესა თუ ის შეზღუდვა. კერძო სექტორი ამის ახსნას, შემდეგ კი ეპიდემიოლოგებთან ერთად ეკონომიკური გუნდის ჩართულობით საუბარს, ითხოვს. ამას ვერ მიაღწიეს. გუშინ რამდენიმე ბიზნეს ასოციაციამ, რომელიც რამდენიმე ათეულ ბიზნესს აერთიანებს, პრემიერის სახელზე გაავრცელა განცხადება, ისინი ითხოვნდნენ პრემიერთან უშუალოდ შეხვედრას იმისთვის, რათა მომხდარიყო შეზღუდვების იმ დონეზე გადახედვა, რომ ბიზნესს რეალური ფუნქციონირების საშუალება მისცემოდა. ამის ფონზე ბიზნესის გაურკვევლობის დონე გაიზრდება, რაც როგორც მინიმუმ  ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ მდგომარეობას, კიდევ უფრო გაართულებს. მით უმეტეს, რომ გიორგი გახარია იყო ძალიან კარგი ბიზნესმენი თავის დროზე, შემდეგ იყო ბიზნესომბუდსმენი, მას ძალიან კარგად ესმოდა ბიზნესის ესა თუ ის ტკივილი. მეორე საკითხია, ეპიდემიოლოგებთან ერთად რამდენად ითვალისწინებდა თუ არ ითვალისწინებდა ბიზნესის თხოვნებს. მას ბიზნესის მაჯის ცემაზე ხელი ყოველთვის ედო.

ასეთ რეალობაში პრემიერის გადადგომა ბიზნესისთვის დამაიმედებელი ნამდვილად ვერ იქნება“-აცხადებს ბაირახტარი.

ეკონომისტი აცხადებს, რომ პროცესებზე მეტ-ნაკლებად ნეგატიური ეფექტი შეიძლება მოახდინოს ეროვნულ ვალუტაზე, თუმცა, დღეს ლარის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა გაჩერებულია. „შესაძლებელია მოლოდინების ეფექტით, ამ პროცესმა გარკვეული გადაცემა მოახდინოს ეროვნულ ვალუტაზე,“ – აცხადებს ბაირახტარი.

„ბიზნესპარტნიორთან“

Share