Home » ბიზნესი » „ბიზნესის ასეთი ველური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ არსად არ არის“

„ბიზნესის ასეთი ველური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ არსად არ არის“

„ბიზნესის ასეთი ველური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ არსად არ არის.  ჩვენს მეზობელ ქვეყნებს რომ გადავხედოთ, არსებობს მინიმალური ხელფასი, რომლის ქვევითაც არ შეიძლება უბრალოდ გადაუხადო“, – ამის შესხებ ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან იოსელიანი აცხადებს.

“ფარმაცევტებისთვის საათში 1.80 ლარის გადახდა დაცინვაა. მათი ანაზღაურება დაახლოებით 300 ლარია. დამსაქმებლების დამოკიდებულება კი ასეთია – თუ არ უნდათ ეს გასამრჯელო, დატოვონ სამსახური და სხვაგან ეძებონ. ჩაბრძანდით თქვენი უბნის მაღაზიებში, შედით აფთიაქებში და ჰკითხეთ რამდენია მათი ხელფასი.

ბიზნესის ასეთი ველური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ არსად არ არის. ჩვენს მეზობელ ქვეყნებს რომ გადავხედოთ, არსებობს მინიმალური ხელფასი, რომლის ქვევითაც არ შეიძლება უბრალოდ გადაუხადო. ერთაგან არის 146 დოლარი, მეორეგან 143 დოლარი.

არ ვარ მომხრე, სახელმწიფომ ვინმეს რამე თავზე ძალით მოახვიოს, მაგრამ მეორეს მხრივ ამ ადამიანებს სჭირდებათ დაცვა. ასეთი დამოკიდებულების გამოა, რომ “გრინ კარტაზე” 100 000-ზე მეტ ადამიანს შეაქვს განცხადება და გაქცევა უნდა ამ ქვეყნიდან.

დღეს არ ჩამოვთვლი იმ კომპანიების დასახელებას, ვინც ასე ექცევა საკუთარ სფეროში დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეებს. მაგრამ შემდეგ აუცილებლად დავასახელებ კონსულტანტებსაც, კომპანიებსაც და მათ მეპატრონეებსაც. ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი ამ საკითხზე.

სხვაგან თუ საათობრივად უხდიან და საათში 10 და 20 დოლარია, გასაგებია ჩვენ არ ვართ ასეთი მდიდარი ქვეყანა, მაგრამ საათში 1.80 ლარის გადახდა, ეს არის დაცინვა. ჩვენ გვექნება კონკრეტული ინიციატივები ამასთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ დავიცვათ ეს ადამიანები, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული ჯგუფია”, – აღნიშნა დეპუტატმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.

Share