Home » ბიზნესი » ბიზნესები თუ ერთმანეთში ვერ თანხმდება მარეგულირებელმა კომისიამ უნდა გვირტყას თავში? – „მაგთოკომი“ ვირტუალური ოპერატორების შემოსვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება

ბიზნესები თუ ერთმანეთში ვერ თანხმდება მარეგულირებელმა კომისიამ უნდა გვირტყას თავში? – „მაგთოკომი“ ვირტუალური ოპერატორების შემოსვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება

„მაგთოკომი“ ვირტუალური ოპერატორების შემოსვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

კომპანიის დამფუძნებელმა საკითხზე და მისგან გამოწვეულ საფრთხეებზე პარლამენტში, დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა და ამ კონტესტში კომუნიკაციების კომისიის წევრობის ერთ-ერთ კანდიდატს და კომისიის კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს ირაკლი ბუთბაიას კითხვა დაუსვა.

გია ჯოხთაბერიძე ეჭვობს, რომ ბუთბაია ვერ აანალიზებს მისი ჩართულობით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსს.

„გეკითხებით, MVNO (ვირტუალური ოპერატორები) გესმით რა არის? კიბერუსაფრთხოებაზე ლაპარაკობთ, გესმით რა არის? ევროპაში არსად არის დაძალებით MVNO-ს დაშვება ქსელზე. რატომ იცით? ბიზნესები თუ ერთმანეთში ვერ თანხმდება მარეგულირებელმა კომისიამ უნდა გვირტყას თავში?

გინდათ თუ არა ვინც მოვა, შესაძლოა მათივე შეფარული ფირმა იყოს (ის დავუშვათ ქსელზე) გესმით ურთიერთჩართვის მნიშვნელობა? ერთია ურთიერთჩართვის წერტილი და მეორე მნიშვნელობა არის, როდესაც დაშვებას აკეთებ ქსელზე და ვინმე, სადღაც გვადალუპედან მართავდეს „მაგთიკომის“ ქსელს.

ამის მნიშვნელობა გესმით საერთოდ? აქედან გამომდინარე გისვამთ კითხვას დისლექსიაზე. გესმით იმის შინაარსი რასაც აკეთებთ?“, – ჰკითხა ჯოხთაბერიძემ ირაკლი ბუთბაიას.

ბიზნესმენი კომისიას შერჩევით სამართალშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თუ ვინმე კომისიის საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს მას სანქციებს უყენებენ.

ირაკლი ბუთბაიამ ჯოხთაბერიძის მწვავე კრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ პიროვნულ შეტევას არ ელოდა.

„MVNO-სთან დაკავშირებით სხვა ქვეყნებში იმიტომ არ ხდება დავალდებულება, რომ იმ ქვეყნებში გაცილებით მაღალია კონკურენცია. იყო ევროპის ქვეყნებშიც, როდესაც MVNO -ს სავალდებულო დაშვება კეთდებოდა, ვიდრე არ იყო სათანადო კონკურენცია“, – ამბობს ბუთბაია.

მისი თქმით, დაშვება თავისთავად გულისხმობს ვირტუალურ ქსელებზე დაშვებას, რაც ვირტუალურ დაშვებასაც გულისხმობს და აქ ახალი არაფერი დაუდგენია კომპანიას.

 

Share