Home » ფინანსები » ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გაიზარდა

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გაიზარდა

2020 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით საშუალო ხელფასის მოცულობამ 1 417.0 ლარი შეადგინა. (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 12.2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 1070,1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 21.8 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალოთვიური ხელფასი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 1 439.6 ლარი

საშუალო ბიზნესი – 1 632.6 ლარი

მცირე ბიზნესი – 1 228.4 ლარი

,,ექთანს ხელფასი 250 ლარი აქვს, სანიტარს 200 ლარი, ამიტომ აღარ გვყვავს ახალი ექთნები, აღარავის უნდა ეს საქმე”

Share