Home » საზოგადოება » ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელს მიწის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს
ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელს მიწის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს

ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელს მიწის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს

ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელს მიწის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაუმუშავებლობის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ დაკისრებული სანქციებით შესაძლოა, საქართველოს კონსტიტუციური უფლება უნებურად შევლახოთ, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელმა ნიკა ნანუაშვილმა იმ ორგანული კანონის პროექტის შეფასებისას განაცხადა, რომელიც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ მუშავდება და რომლითაც შესაძლოა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწების გასხვისება ან მისი ათვისება დაევალოთ.

ნიკა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც კანონის დაცვით ჰქონდათ მიწები შეძენილი, არ უნდა დაუწესდეთ რაიმე ვალდებულებები.

„რამდენიმე პრინციპულ შენიშვნას გავახმაურებ. ერთ-ერთი არის კანონპროექტის რეტროაქტიული ძალა, ანუ იმ ადამიანებს – ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ვისაც აქამდე კანონის დაცვით ჰქონდათ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ჩვენი აზრით, არ უნდა შეეხოთ შეზღუდვები და არ უნდა დაუწესდეთ დამატებითი რაიმე ტიპის ვალდებულებები გარდა იმისა, რაც ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნეულების მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით ისედაც აქვთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს თუ არამოქალაქეებს.

მეორე მნიშვნელოვანი შენიშვნა უკავშირდება იმას, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა თავისუფლად უნდა იყოს გამოყენებული როგორც უზრუნველყოფის საშუალება იმიტომ, რომ ფერმერებს უნდა ჰქონდეთ ფინანსებზე ფართო ხელმისაწვდომობა. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება გამოიყენონ მათი მიწის ნაკვეთები უზრუნველყოფის საშუალებად რომ დატვირთონ იპოთეკით, რაც არამც და არამც არ გულისხმობს იმას, რომ ეს მიწა შემდგომში გადავა ვიღაც უცხოელის საკუთრებაში. ეს არის დამატებითი საშუალება, რომ ამ ადამიანებმა მოიზიდონ სახსრები და განავითარონ ბიზნესი“, – განაცხადა ნიკა ნანუაშვილმა.

ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, დამატებითი მსჯელობა და დაზუსტებებია საჭირო.

დღეს აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა ბიზნესომბუდსმენთან, ბანკების ხელმძღვანელ პირებთან და ბანკების ასოციაციის წარმომადგენლებთან.
როგორც ოთარ დანელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები არ აითვისებენ მათ საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, შესაძლოა, მათ ამ ნაკვეთების გასხვისება დაევალდებულოთ.

წყარო:IPN.GE

Share