Home » მსოფლიო » “ბიტკოინის” ფასმა 2023 წლისთვის შეიძლება 100 ათას დოლარს მიაღწიოს – პროგნოზი

“ბიტკოინის” ფასმა 2023 წლისთვის შეიძლება 100 ათას დოლარს მიაღწიოს – პროგნოზი

სავარაუდოდ, ბიტკოინის ღირებულება 2023 წლისთვის 100 000 დოლარამდე გაიზრდება. ამ პროგნოზის გაკეთების საშუალება იძლევა კრიპტოვალუტაზე ბოლოდროინდელი ფასების ზრდა დატრეიდერების ნდობის გაძლიერება მის მიმართ.

ფინანსური კომპანიის – Fidelity Global, დირექტორის, იურიენ ტიმერის თქმით, ოქტომბერში ბიტკოინის ფასის ზრდა 31%-ით გაზრდა მიუთითებს მის “მდგრადობაზე” და იმაზე, რომ ის “არ არის ბუშტი, რომელიც გასკდება”.

ტიმერი თავის პროგნოზებისას ეყრდნობა მიწოდებისა და მოთხოვნის საკუთარ მოდელს.

მისი აზრით, “ბიტკოინის” ფასის ბოლოდროინდელი ზრდა არ იყო გამოწვეული “მოყვარულების” მხრიდან მოთხოვნის გაზრდით და თუ მსგავსი “იმპულსური” მოვაჭრეები ჩაერთვებიან პროცესში, მაინც ბევრი ადგილი დარჩება ფასის გასაზრდელად.

Share