Home » მსოფლიო » ბიტკოინის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ბიტკოინის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ბიტკონის ფასმა $35 ათასს გადააჭარბა და ისტორიული რეკორდი განაახლა. ამის შესახებ CoinDesk წერს. ინფორმაციის გავრცელებისას კრიპტოვავალუტა კიდევ 5%-ით გაძვირდა და $35,7 ათასი შეადგინა.

გასულ უქმეებზე ბიტკოინის ფასმა $34 000 შეადგინა. დეკემბერში კრიპტოვალუტის ფასი 50%-ით გაიზარდა.

ბიტკოინი 2020 წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან გაძვირდა. 16 დეკემბერს კრიპტოვალუტის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და $20 042 შეადგინა.

Share