Home » ფინანსები » “ბინები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაიაფდება, თუმცა უმნიშვნელოდ”
"ბინები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაიაფდება, თუმცა უმნიშვნელოდ"

“ბინები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაიაფდება, თუმცა უმნიშვნელოდ”

„ბინები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაიაფდება, თუმცა უმნიშვნელოდ“, – აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

ექსპერტი გამოცემასთან საქართველოში 2016 წლის ეკონომიკურ პროგნოზებზე საუბრობს. მისი თქმით, უძრავ ქონებაზე ფასები საგრძნობლად დაიწევს.

„უძრავ ქონებაზე ფასი, ძირითადად, გარეუბნებში, ეკონომკლასის კორპუსებში დაიკლებს, პრესტიჟულ ბინების ფასის კლება თბილისის ცენტრალურ უბნებში ნაკლებად სავარაუდოა. ისიც აღსანიშნავია, რომ ლარის კურსის თამაში მყიდველების რაოდენობა მკვეთრად შეამცირებს და უძრავი ქონების ბაზარზე სიტუაცია უფრო გაუარესდება“, – ამბობს დემურ გიორხელიძე.

ექსპერტი საქართველოს მოსახლეობას ურჩევს, დასამუშავებელი მიწები იყიდონ და სასოფლო სამეურნეო შრომით დაკავდნენ.

„თუ შრომა არ გეზარებათ და სადმე მიწის ნაკვეთი გაქვთ, აუცილებლად დაამუშავეთ და სოფლის მეურნეობას მოეკიდეთ. თქვენი პროდუქცია საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ ხარჯებს, რადგან 2016 წელს პროდუქტებზე ფასი საგრძნობლად მოიმატებს. წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ოჯახის რჩენის ერთადერთ საშუალებას ემიგრაციაში წასვლას დაინახავს. სავიზო რეჟიმის შემსუბუქება ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის მასობრივ გადინებას საზღვარგარეთ, სადაც არალეგალურად იცხოვრებენ, რათა ოჯახები შიმშილით არ დაეხოცოთ. სამწუხაროდ, მშიერ ქართველ ხალხს სხვა გზა არ დარჩენია!“ – ამბობს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ დემურ გიორხელიძე.

წყარო

Share