Home » ბიზნესი » „ბილაინს“ ახალი გენერალური დირექტორი ყავს
„ბილაინს“ ახალი გენერალური დირექტორი ყავს

„ბილაინს“ ახალი გენერალური დირექტორი ყავს

კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია “ბილაინს” ანდჟეი მილინოვსკი უხელმძღვანელებს.

ანდჟეი მალინოვსკი შეცვლის გიორგი ტყეშელაშვილს, რომელიც კომპანიაში 2006 წლიდან სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე მუშაობდა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის განვითარებასა და წინსვლაში. ბილაინის გუნდი დიდ მადლობას უხდის მას და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

ანდჟეი მალინოვსკი წარმოშობით პოლონელი ბიზნესმენია, რომელსაც პირველადი მოხმარების საქონელის მწარმოებელი და ონ-ლაინ ვაჭრობის კომპანიების, e-commerce ტიპის ბიზნესების მართვის 17 წლიანი გამოცდილება აქვს.

ანდჟეი მალინოვსკი მსოფლიოს სხვადასვა ქვეყნებში e-commerce ტიპის ბიზნესების წამოწყების, განვითარებისა და მენეჯმენტის მხრივ შთამბეჭდავი მიღწევებით გამოირჩევა. მათ შორის, ხელმძღვანელობდა სტარტაპებისა და  მობილური აპლიკაციების დანერგვა-განვითარების პროცესებს.

ბილაინი ტრადიციული სატელეკომუნიკაციო ბიზნესიდან ციფრული მომსახურების პროვაიდერად გარდაიქმნება. გარდაქმნა გულისხმობს კომპანიის ტექნოლოგიურ, სტრუქტურულ და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც დაეხმარება კომპანიას გახდეს ციფრული მომსახურების პირველი პროვაიდერი საქართველოს ბაზარზე და შესთავაზოს მომხმარებლებს ინოვაციური, მათ მოთხოვნებზე მორგებული სერვისები. ჯგუფი დარწმუნებულია ანდჟეის გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარება კომპანიას მიზნების წარმატებით მიღწევაში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე 

Share