Home » ბიზნესი » ბილაინის აბონენტების რიცხვი ერთი წლის მანძილზე 13%-ით გაიზარდა
ბილაინის აბონენტების რიცხვი ერთი წლის მანძილზე 13%-ით გაიზარდა

ბილაინის აბონენტების რიცხვი ერთი წლის მანძილზე 13%-ით გაიზარდა

წამყვანი საერთაშორისო კომპანია  სატელეკომუნიკაციო სივრცეში შპს  “ვიმპელკომი Ltd”, 2015  წლის მეორე კვარტლის  ფინანსურ და საოპერაციო შედეგებს აქვეყნებს.

შედეგების მიხედვით, წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით,  კომპანია ბილაინის, რომელიც შედის „ვიმპელკომ  Ltd”-ს კომპანიათა ჯგუფში, მომხმარებელთა ბაზა 13%-ით გაიზარდა და  1.3 მილიონ აბონენტს მიაღწია, რაც გამოწვეულია მომხმარებლისთვის მიმზიდველი პირობების შეთავაზებით.

კომპანიის მთლიანი  შემოსავალი  10 % ით გაიზარდა, ხოლო მობილური მონაცემთა შემოსავალი წინა წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა, რაც განაპირობა 4G/LTE-ს გაშვებამ 2015 წლის თებერვალში.

“სატელეკომუნიკაციო ბიზნესი მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით საინტერესო ფაზაში შევიდა, გაიზარდა ინტერნეტის მოხმარება და  ინტერნტის მოხმარებელთა რიცხვი,  ამიტომ კომპანიებიც ცდილობენ მაქსიმალურად კლიენტზე ორიენტრიებული და ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით  შექმნილი  მომსახურებები შესთავაზონ მომხმარებელს.

ჩვენ მოხარულები ვართ, იმ ფაქტით, რომ  კომპანია ბილაინის 2015 წლის  მეორე კვარტლის  შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია.  მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც კომპანიის წინაშე იდგა მთელი წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით და მოგების დინამიკით დავასრულეთ ეს წელი.  რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, საქართველოს ეკონომიკაში ჩვენს მიერ ჩადებულმა ინვესტიციამ, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული  მილიონი ა.შ.შ დოლარი შეადგინა“,

– განაცხადა  ბილაინის გენერალურმა  დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა.

Share