Home » საზოგადოება » „ბილაინი“ – სრული სიცრუეა განცხადება, თითქოს რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა სუბიექტს გადავცემთ აბონენტთა მონაცემებს, ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას

„ბილაინი“ – სრული სიცრუეა განცხადება, თითქოს რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა სუბიექტს გადავცემთ აბონენტთა მონაცემებს, ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას

კომპანია „ბილაინში“ აცხადებენ, რომ სრული სიცრუეა, თითქოს „ბილაინი“ რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა ნებისმიერ სუბიექტს აბონენტთა მონაცემებს გადაცემს.

მათივე განმარტებით, როგორც საერთაშორისო ჯგუფის წევრი კერძო კომპანია, „ბილაინი“ ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას.

კომპანიაში ამბობენ, რომ „ბილაინს“ აბონენტების მონაცემების შენახვისა და დაცვის უმკაცრესი სტანდარტები აქვს დანერგილი.

„ბილაინს“, როგორც მსოფლიოში კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერს, წამყვანი საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრს, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს, ხოლო აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე, დანერგილი აქვს აბონენტების მონაცემების შენახვისა და დაცვის უმკაცრესი სტანდარტები.

აბონენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვას, კომპანიაში არსებული შესაბამისი ნორმების გარდა, ასევე უზრუნველყოფს „ბილაინში“ დანერგილი მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის, ისე საერთაშორისოდ დანერგილი პრაქტიკით არსებულ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებს.

შესაბამისად, განცხადება, თითქოს „ბილაინი“ რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა ნებისმიერ სუბიექტს გადაცემს აბონენტთა მონაცემებს, სრული სიცრუეა, მითუმეტეს რომ, როგორც საერთაშორისო ჯგუფის წევრი კერძო კომპანია, ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას.

აბონენტთა მონაცემების დაცვა, „ბილაინის“, როგორც ტელეკომის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიის არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ – პრინციპია, რისთვისაც „ბილაინი“ მნიშვენლოვან ხარჯსაც იღებს და ამის მაგალითია წელს, 15 ივნისს მსოფლიოში წამყვან კორპორაცია „ნოკიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ მონაცემთა დაცვის უახლესი ტექნოლოგიაა.

„ბილაინი“ ასევე არის GDPR -ის (General Data Protection Regulation) – ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა რეგულაციის ნორმების დანერგვის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ეს უმაღლესი სტანდარტი კანონმდებლობით არ მოითხოვება“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „რუსულმა კომპანია „ბილაინმა“, თავისი ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას“.

Share