Home » ბიზნესი » „ბილაინი“ – საერთაშორისო ჯგუფი VEON, „ბილანის“ ქსელის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს

„ბილაინი“ – საერთაშორისო ჯგუფი VEON, „ბილანის“ ქსელის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს

15 ივნისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საერთაშორისო ჯგუფ VEON-ის წევრი – „ბილაინი“ და საერთაშორისო კორპორაცია „ნოკია“, „ბილაინის“ ძირითადი ქსელის მოდერნიზაციისთვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე პრესკონფერენციას გამართავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ბილაინი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ქსელის განახლება მოიცავს როგორც არსებული მომსახურების გაუმჯობესებას, ისე სამზადისს მომავალში 5G მომსახურების დანერგვისთვის.

„ხელშეკრულების გასაფორმებლად საქართველოს ჯგუფ VEON-ის გენერალური დირექტორი – კაან თერზიოღლუ და NOKIA-ის ვიცე-პრეზიდენტი, ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგონის ხელმძღვანელი – მიკკო ლავანტი ეწვივნენ.

„კაან თორზიოღლუ „ვიონს“ სათავეში უდგას 2020 წლის მარტიდან. მანამდე, კაანი იყო კომპანია „თურქსელის“ აღმასრულებელი დირექტორი 2015 – 2019 წლებში, რა დროსაც, მისი ხელმძღვანელობით, განხორციელდა კომპანიის წარმატებული ტრანსფორმაცია მხოლოდ ტელეკომუნიკაციების მიმწოდებელი კომპანიიდან ციფრულ ოპერატორობამდე. სხვადასხვა მიღწევებისთვის, 2019 წელს კაანმა მიიღო მობილური ინდუსტრიის ჯილდო განსაკუთრებეული წვლილისთვის.

„თურქსელში“ მოღვაწეობამდე, კაანს ეკავა სხვადასხვა მმართველი პოზიცია გლობალურ დონეზე Cisco -სა და „არტურ ანდერსენში“ დიდ ბრიტანეთში, ბელგიასა და აშშ-ში. ამჟამად, კაანი აგრეთვე არის GSMA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი. ის ასევე იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი და GSMA -ს დამფუძნებელთა საბჭოს წევრი.

მიკკო ლავანტი „ნოკიას“ ვიცე პრეზიდენტის პოზიციას 2017 წლიდან იკავებს. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა გუნდის ზრდის სტრატეგია, რომელიც ფოკუსირებული იყო ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპის, თურქეთის, კასპიის და შუა აზიის რეგიონების 23 ქვეყნის მთავარ ბაზრებზე და ყველა უახლეს ტექნოლოგიაზე (მათ შორის 5G).

სტრატეგიამ გამოიწვია ყველა ძირითადი ფინანსური მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდის ჩათვლით. მიკკო 2017 წლამდე ADVA Optical Networking, NameCoriant GmbH & Co. KG და სხვა უმსხვილესი კომპანიების წამყვან პოზიციებს იკავებდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Share