Home » ახალი ამბები » ბილაინი მომხმარებელს ახალ, ინოვაციურ გაყიდვების ოფისს სთავაზობს
ბილაინი მომხმარებელს ახალ, ინოვაციურ გაყიდვების ოფისს სთავაზობს

ბილაინი მომხმარებელს ახალ, ინოვაციურ გაყიდვების ოფისს სთავაზობს

 ბილაინი მომხმარებელს  სთავაზობს გაყიდვების ინოვაციურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ, ახალი კონცეფციის ოფისს, რომელიც მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებსა და  მის ინტერესებზე.

ახალი კონცეფციის, ინოვაციურ ოფისში მომხმარებელი შეძლებს მასზე მორგებულ,  განსხვავებულ გარემოში თავად მოსინჯოს, შეარჩიოს და დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე, შეიძინოს ბილაინის მიერ შემოთავაზებული  პროდუქტი თუ სერვისი.

მაგალითად, აბონენტს ღილაკზე თითის რამდენიმე დაჭერით შეუძლია შეარჩიოს ბილაინის ნომერი, შეიძინოს ის და ჩაირთოს ბილაინის ნებისმიერი მომსახურება.

„ჩვენ ვქმინით კიდევ უფრო მეტად ციფრულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სამყაროს, სადაც ინოვაცია და პროგრესი, როგორც მთავარი მამოძრავებელი ძალა, გამუდმებული ცვლილებებისკენ გვიბიძგებს.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ აბონენტებისთვის შეგვეთავაზებინა  ახალი კონცეფციის, ინოვაციური ოფისები, სადაც მომხმარებელ თავადვე შეძლებს, უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით, სწრაფად და დამოუკიდებლად შეიძინოს ბილაინის მიერ შემოთავაზებული  პროდუქტი თუ სერვისი, ისარგებლოს ჩვენი მომსახურებით და მართოს საკუთარი ანგარიში.” – ბილაინის გენერალური დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილი

ბილაინის ინოვაციური ოფისები ამ ეტაპზე უკვე ფუნქციონირებს თბილისში (კოსტავას 74 ) და ქუთაისში ( ფალიაშვილის 18 ) .

 

Share