Home » მსოფლიო » ბილ გეითსი დასაქმებული რობოტებისთვის საშემოსავლო გადასახადის დაწესებას მოითხოვს
ბილ გეითსი დასაქმებული რობოტებისთვის საშემოსავლო გადასახადის დაწესებას მოითხოვს

ბილ გეითსი დასაქმებული რობოტებისთვის საშემოსავლო გადასახადის დაწესებას მოითხოვს

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ბილ გეითსის განცხადებით, რობოტები, რომლებმაც ზოგიერთ სამუშაო ადგილზე დასაქმებული ადამიანები ჩაანაცვლეს, უნდა დაიბეგრონ.
„ადამიანი, რომელიც ქარხანაშია დასაქმებული და 50 000 დოლარს იღებს, ვალდებულია საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს. თუ ამ ადამიანის ადგილზე ქარხნის მეპატრონე რობოტს დაასაქმებს, ვფიქრობ, იმავე პროცენტით უნდა დაიბეგროს ის შემოსავალი, რომელსაც რობოტი კომპანიას მოუტანს“, – განაცხადა ბილ გეითსმა Quartz-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, რობოტების დასაქმების შედეგად მიღებული შემოსავლის დაბეგვრით შესაძლებელია ეს თანხა სოციალურ პროექტებს მოხმარდეს, მათ შორის მოხუცთა თავშესაფრებსა და სკოლებს.

მიმდინარე წლის იანვარში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey&Company-ს განცხადებით, უკვე შესაძლებელია აშშ-ში სამუშაო ადგილების დაახლოებით 50%, რომელზეც ადამიანური მუშახელია დასაქმებული, რობოტებით ჩანაცვლდეს.  კომპანიის მონაცემებით,  ქვეყნის ბიუჯეტს ეს 2,7 ტრილიონ დოლარამდე დანაკარგს მოუტანს.

 

წყარო: bpn.ge

Share