თბილისი – პატარა გაუგებრობის სიდიდეზე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან ხშირად ისაუბრებს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეობის მე-2 ვადაში.
ამის პირობა მან მედიას დღეს მისცა. ივანიშვილმა თანაპარტიელებს დარღვეულ პირობაზეც წარმოუდგინა ახსნა-განმარტება. პირის გატეხვა შექმნილმა ესკალაციამ გადააწყვეტინა. თქვა, ამ დროს, საკუთარ თავთან გაჯიუტება არასწორიაო. თუმცა მიაჩნია, რომ თავისი მისია შესრულებული აქვს, 2012 წელს ხელისუფლებიდან მოძალადეების ჩამოცილებით.
ის 3 მიზეზით ბრუნდება 1)ეკონომიკური მდგომარეობა; 2) დესტრუქციული მუხტის და 3) შიდა დაპირისპირების განეიტრალება. თანაპარტელების თქმით, მე-3 გამოწვევა მან 1 დღეში გადაჭრა და დარჩა 2.
“დღემდე მწარეა უმუშევრობის, დასაქმებულებისთვის კი არასაკმარისი ხელფასის, ასევე პენსიების პრობლემა. სამწუხაროდ ძვირდება ცხოვრება”, – ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიული კურსიდან გადახვევას არ დაუშვებს. მიაჩნია, რომ ეს მთავარი მონაპოვარია და ეკონომიკა ზედნაშენია, -“ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას და არა პირიქით“.
მან დემოკრატიულობის მაღალ ხარისხთან ეკონომიკის ჩამორჩენაზეც აღნიშნა. თქვა რომ მსოფლიო რეალობაში ეს უპრეცედენტო დისპროპორციაა.