Home » ფინანსები » ბესიკ თხელიძე: “ლარის კურსის ცვალებადობა კომერციული ბანკების სპეკულაციაა”
ბესიკ თხელიძე: "ლარის კურსის ცვალებადობა კომერციული ბანკების სპეკულაციაა"

ბესიკ თხელიძე: “ლარის კურსის ცვალებადობა კომერციული ბანკების სპეკულაციაა”

ლარის კურსის ფორმირებაში ბანკების სპეკულაციურ როლზე უკვე დეველოპერული ბიზნესის წარმომადგენლებიც საუბრობენ. როგორც სამშენებლო კომპანია „ათორის” ხელმძღვანელი ბესიკ  თხელიძე „კომერსანტთან” საუბრისას აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან დაანონსებული და ამოქმედებული დედოლარიზაციიის პროგრამა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა ბანკების მიერ სპეკულაციური გარიგებები აქაც ნათლად ჩანს.

„როდესაც დედოლარიზცია დაანონსდა, ვივარაუდე – იმის გამო, რომ 100 000 ლარამდე სესხების რეფინანსირებას იძულებითი ხასიათი აქვს და სახელმწიფო სუბსიდირებაში 20 პუნქტს  აკლებს, ბანკები ლარის კურსს ხელოვნურად მაღლა აწევდნენ, შემდეგ ამ 20 პუნქტის გამოკლებით გადაიყვანდნენ ლარში. მაშინ ვთქვი, რომ ლარი 2.70 ნიშნულზე ავიდოდა,შემდეგ 2.50-ზე დააკონვერტირებინედნენ, იმის შემდეგ კი, რაც სესხების გადაყვანა ლარში დასრულდებოდა, კურსი ისევ 2.50 ნიშნულზე ჩამოვიდოდა. ეს ვივარაუდე და მგონი მართლდება კიდეც”-აცხადებს თხელიძე.

მის განცხადებით, სწორედ აქედან გამომდინარეობს ეჭვი იმაზე, რომ ლარის კურსის ცვალებადობა კომერციული ბანკების სპეკულაციაა. კერძოდ, როგორც თხელიძე განმარტავს, ქვეყანაში, მოკლე ვადაში,   ამ დროისთვის ლარის არც გამყარების  და არც გაუფასურების არანაირი მიზეზი არ არსებობს.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე  დღეში მაკროეკონომიკური ფაქტორები არ იცვლება. „როგორ შეიძლება კურსი რამდენიმე დღეში 2.50-დან 2.80 ნიშნულზე ავარდეს და მერე ისევ ჩამოვიდეს. ეს მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციაა.რეალურად მთავრობა კურსს ვერ აკონტროლებს . ეს არის თავისუფალი მცოცავი გაცვლითი კურსი. შედეგად, რასაც ბაზარი იტყვის, ისე იქნება. ბაზარს კი მთლიანად ბანკების ნება-სურვილი აკონტროლებს.ცალსახად, ცხადია, რომ ასეთი სპეკულაცია ბანკების მიზეზით ხდება”-აცხადებს თხელიძე.

შეგახსენებთ, ლარის გაუფასურებაში ბანკების მონაწილეობის შესახებ ზოგიერთი ექსპერტი კულუარულად “კომერსანტთან” საუბრობდა. შემდეგ ამაზე განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გააკეთა, 2016 წლის ბოლოს კი ამ საკითხზე განცხადება ღიად 2030-ის ექსტერტმა მიხეილ დუნდუამაც გააკეთა. თუმცა დღემდე  ამ განცხადებებს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

წყარო: კომერსანტი | ავტორი: სოფო ქსოვრელი 

Share