Home » საზოგადოება » ბექა ნაცვლიშვილი: რა თქმა უნდა, უცხოელებზე მიწების გასხვისება დაუშვებელია
ბექა ნაცვლიშვილი: რა თქმა უნდა, უცხოელებზე მიწების გასხვისება დაუშვებელია

ბექა ნაცვლიშვილი: რა თქმა უნდა, უცხოელებზე მიწების გასხვისება დაუშვებელია

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების მდივანი ბექა ნაცვლიშვილი TV პირველთან საუბრისას აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის გასხვისებისას შეზღუდვები დაწესდება:

“მიმაჩნია, რომ უცხოელებზე მიწები არ უნდა გასხვისდეს, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ გამონაკლისის სახით, როდესაც სარგებელი გასხვისების შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მასზე უარის თქმა არაგონივრული იქნება. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უცხოელებზე მიწების გასხვისება დაუშვებელია, რადგან ჩვენ ჯერ არ ამოგვიწურავს ჩვენი მიწის პოტენციალი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბევრი გვაქვს ჩვენთვის სოფლის მეურნეობის მიმართულებით გასაკეთებელი”.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მის პოზიციას იზიარებს საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლების უმრავლესობა.

ქართული ოცნების წევრი კობა ნარჩემაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე ჯერ კიდევ იანვარში აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას და აცხადებდნენ, რომ მიწის უცხოელებზე გასხვისება მათთვის მიუღებელი იყო.

[wpolling id=”14″ width=”” height=””]

Share