Home » მსოფლიო » ბელარუსის პარლამენტში ვერც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ვერ მოხვდა
ბელარუსის პარლამენტში ვერც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ვერ მოხვდა

ბელარუსის პარლამენტში ვერც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ვერ მოხვდა

ბელარუსში არჩევნების შედეგად, პარლამენტში ვერც ერთი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ვერ მოხვდა. ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც ქვეყანას საუკუნის მეთხედზე მეტია მართავს, აცხადებს, რომ ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ოფიციალური მონაცემებით, ბელაურის საკანონმდებლო ორაგანოში ვერც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ვერ მოხვდა. 2016 წლის არჩევნების დროს, ბელარუსის პარლამენტში ოპოზიცია ორი მანდატით იყო წარმოდგენილი.

ლუკაშენკოს თქმით, თუ ხალხს სურს, შეუძლიათ 2020 წელს აღარ აირჩიონ. მენდეთ, ეს არც თუ ისე რბილი სავარძელია“,- განუცხადა 65 წლის ლიდერმა ჟურნალისტებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან მართავს.

ipn.ge

Share