Home » ახალი ამბები » ბათუმში ზაფხულის ფესტივალი 3 ივნისს გაიმართება

ბათუმში ზაფხულის ფესტივალი 3 ივნისს გაიმართება

3 ივნისს, აჭარა ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს. „ზაფხული იწყება აქ“ – ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა ანბანის კოშკის მოპირდაპირედ ზღვის სანაპიროზე იგეგმება. ფერადი და საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სანაპიროზე ფესტივალის სტუმრებს ნამდვილი საზაფხულო დღესასწაული და გართობა ელოდებათ.

დღის განმავლობაში იქ მყოფთა განწყობაზე ქართველი და უცხოელი დიჯეები „Chiki“, ლაშა გურული, გაბუნია, bedford falls, Groove Phoenix, Vako T იზრუნებენ. საღამოს პროგრამა კი გაიხსნება საკარნავალე შოუთი, სადაც გერმანული საცეკვაო დასი „Friedrichstadt Ballett” ლათინო-ამერიკულ და ბრაზილიურ ცეკვებს წარმოადგენს. პლაჟზევე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი. ფესტივალის განმავლობაში იგეგმება 20-მდე სხვადასხვა აქტივობა მათ შორის ფრანების შოუ, პლაჟის ფრენბურთი, დღის ფერადი ფოიერვერკი, სხვადასხვა გასართობი თამაშები ბავშვებისთვის და ცეცხლოვანი შოუ. სტუმრებს სპორტულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა უფასოდ შეეძლებათ. ფესტივალი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

Share