Home » ეკონომიკა » ბათუმში თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს აშენება იგეგმება
ბათუმში თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს აშენება იგეგმება

ბათუმში თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს აშენება იგეგმება

„ახალი თაობის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საწარმო ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გაშენდება, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.
ქარხანა აღჭურვილი იქნება უახლესი ევროსტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით და ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე თანამედროვე საწარმო იქნება. მის მშენებლობაში კი 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება.
„ახალი თაობის“ ინფორმაციით, პროექტი კომპანია „მულტიპლექსთან“ ასოცირდება. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, საქართველოში მოპოვებულია საშუალოდ 27.7 მლნ ტონა ნავთობი. ბოლო ათი წლის განმავლობაში საშუალო წლიურმა მოპოვებამ კი 70,6 ათას ტონას მიაღწია.
„ჩვენი ინფორმაციით, დღევანდელი მთავრობა აქტიურად მუშაობს ზემოაღნიშნული პროექტის რეალიზებაზე. პროექტი მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება საქართველოს არა მარტო ენერგოდამოუკიდებლობას მოუტანს და რეგიონში ევროსტანდარტების მიხედვით წარმოებული პროდუქციის გამოშვებას შეუწყობს ხელს, არამედ საწვავის გაიაფებას და ბაზარზე ფასების დარეგულირებასაც გამოიწვევს“, – წერს გამოცემა.
წყარო: გაზეთი ახალი თაობა
Share