Home » ახალი ამბები » ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა
ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

“საკონსტიტუციო სასამართლოს ისევ სააკაშვილი მართავს; პაპუაშვილი უნდა წავიდეს” , –  ამ ლოზუნგებით ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია გაიმართა. 

აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის გადადგომას ითხოვდნენ.

ახალგაზრდა ადვოკატების წარმომადგენელმა და როლანდ ბლადაძის ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ “გიორგი პაპუაშვილი უნდა გადადგეს, რადგან ის აფერხებს ბლადაძის საქმის გადაწყვეტას”.

მისი თქმით, აჭარაში, ასლან აბაშიძის წასვლის შემდეგ, სახელმწიფომ რომან ბლადაძე დამნაშავედ ცნო და საკუთრებაში არსებული ქონება ჩამოართვა. ხოლო 2007 წლის 21 ივნისს ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს გადასცა. ბლადაძე წლებია ამ საკითხზე დაობს და ითხოვს პაპუაშვილთან ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად ცნოს, გიორგი პაპუაშვილი კი არაკეთილსინდისიერ მყიდველად დასახელდეს.

“გიორგი პაპუაშვილი არ რეაგირებს ეკონომიკის სამინისტროს შეთავაზებაზე ალტერნატიული ფართის მიღების თაობაზე. ცდილობს სასამართლო პროცესები გააჭიანუროს, ამიტომ ის უნდა გადადგეს”, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

სახელმწიფომ 2007 წელს გიორგი პაპუაშვილსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს ბინები სიმბოლურ ფასად გადასცა.

Share