Home » საზოგადოება » ბათუმში იახტ-კლუბის ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს
ბათუმში იახტ-კლუბის ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ბათუმში იახტ-კლუბის ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან, ასევე მუნიციპალური ადმინისტრაციისა და ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ბათუმის ბულვარში, ნავსაყუდელის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მწვანე საფარი უსახური ჯიხურებისა და მცურავი სატრანსპორტო საშუალებებისგან გაიწმინდა, რომლებიც აღნიშნულ ადგილას ნებართვის გარეშე იყო განთავსებული.

ნავსაყუდელის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ნარგავებით გამწვანების, კორდის დაგების, ბორდიურების, ველო და სასეირნო ბილიკების, სანიაღვრე სისტემების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.

Share