Home » ბიზნესი » ბათუმში ახალი თურქული რესტორანი „ეთიმი“ იხსნება
ბათუმში ახალი თურქული რესტორანი „ეთიმი“ იხსნება

ბათუმში ახალი თურქული რესტორანი „ეთიმი“ იხსნება

სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმი“ ახალ რესტორანს ხსნის

სასტუმრო „რადისონ ბლუ“  ახალ რესტორანს და ტერასას ხსნის სახელწოდებით „ეთიმ“. ოფიციალური გახსნა 18:30 საათზე გაიმართება. მოწვეულ სტუმრებს და პარტნიორებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ  ტრადიციული თურქული კერძები და სასმელები. ამ წამოწყებით, ბაზარზე გაჩნდება საუკეთესო თურქული რესტორანი მაღალიკლასის მომსახურებითა და ტრადიციული თუქული კერძებით, როგორც ადგილობირვი მოსახლეობისთვის ასევე თურქი და საერთაშორისო მოგზაურებისთვის.

რესტორანი ეთიმის კონცეფცია მოიცავს თურქული დიზაინის მსუბუქ  შტრიხებს და ტრადიციული თურქული მომსახურების სტილს. მთავარი მენიუ კი  თურქმა შეფ-მზარეულმა ფატიჰ ილმაზმა შეიქმნა, რომელიც სპეციალურად რადისონ ბლუ სტამბულიდან ჩამოვიდა ბათუმში.

მენიუ შეიცავს ისეთ ნაცნობ, ტრადიციულ, თურქულ კერძებს როგორიცაა: მეზეს ასორტი, ლაჰმაჯუნი, კოფტე ყველთან და  კარაქიან ფლავთან ერთად. ხოლო ჯეზვეში მომზადებული თურქული ყავის ნამცხვარი, ნაყინთან ერთად კი ნამდვილად შეძლებს თქვენს სასიამოვნოდ გაოცებას.

გარდა იმისა რომ შეფ-მზარეულსა და მომსახურე პერსონალს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს თურქული კერძების მომზადებასა და სერვირებაში, ასევე კარგად იცნობენ თურქულ ტრადიციებსა და კულტურის თავისებურებებს, რაც თურქი სტუმრების ვიზიტს მეტად სასიამოვნოს გახდის. მომსახურბის სერვისს კი რესტორნის თურქი მენეჯერი ილჰამი კანი გააკონტროლებს, რომელიც ასევე მეზობელი სასტუმროდან ეწვევა ბათუმს.

„რესტორანი ეთიმის კონცეფცია და მენიუ შევიმუშავეთ შეფ-მზარეულ გოქან ტუფანთან ერთად, რომელიც რადისონ ბლუ სტამბულში მუშაობს და ახალი რესტორნების გახსნის უდიდესი გამოცდილება აქვს. იმისათვის რომ შეგვენარჩუნებინა საკვების მაღალი ხარისხი და თურქული სტანდარტები რესტორანს დავამატეთ ისეთი აღჭურვილობები როგორიცაა: ქვის და გაზის ღუმელი,  ქვის გრილი, გავაკეთეთ ტრადიციული ყავის კუთხე და აირანის მოსამზადებელი მანქანა. დამატებითი მცირე შტრიხები ინტერიერის დიზაინში კი მყუდრო თურქულ ატმოსფეროს შეგიქმნით“ – ნადინ ფერნბახერი, სასტუმროს მენეჯერი.

Share