Home » საზოგადოება » ბათუმის ბულვარში წიგნის ფორმის სუვენირების ჯიხურები დაიდგმება
ბათუმის ბულვარში წიგნის ფორმის სუვენირების ჯიხურები დაიდგმება

ბათუმის ბულვარში წიგნის ფორმის სუვენირების ჯიხურები დაიდგმება

ბათუმის ბულვარში, წიგნის ფორმის სასუვენირე დახლები განთავსდება. ახალი, ორიგინალური დიზაინის ჯიხურები ექსკლუზიურად, ბათუმის ბულვარისთვის შეიქმნა, რომელიც ძველ ვერცხლისფერ ჯიხურებს 1 ივნისიდან ჩაანაცვლებს.

ახალ კონსტრუქციას, სიმბოლურად, ამშვენებს წარწერა Boulvard 1881 და Batumi.

ბულვარის ტერიტორიაზე სულ 30 ასეთი დახლი განთავსდება. მომავალი წლისთვის კიდევ რამდენიმე მსგავსი ჯიხურის დამატება იგეგმება.

ჯიხურების დიზაინისესკიზი, ბულვარის ადმინისტრაციის დიზაინერ სალომე შავაძეს ეკუთვნის. სუვენირებით მოვაჭრეები ჯიხურებში ვაჭრობის უფლებას აუქციონში გამარჯვების შემდეგ მოიპოვებენ.

 

13256296_1537503936556757_8557069168984081206_n

Share