Home » საზოგადოება » ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება
ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება

უახლოეს პერიოდში საკითხი გადაწყდება, რა თქმა უნდა, ჩვენი მუსლიმი მრევლის, რეგიონისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, – აღნიშნული განმარტება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმში, ახალი მეჩეთი მშენებლობის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით მოხდება.

“მე არაერთხელ დავაანონსე, რომ საკითხთან დაკავშირებით ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. უახლოეს პერიოდში საკითხი გადაწყდება, რა თქმა უნდა, ჩვენი მუსლიმი მრევლის, რეგიონისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ნუ დავასწრებთ მოვლენებს. ჩვენ ხალხთან და საზოგადოებასთან ერთად მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა პატარაძემ.

Share