Home » ფინანსები » ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში ავარიული სახლების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი პროგრამა დააანონსა. მან ასევე ისაუბრა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მქონე სახლებთან დაკავშირებულ გეგმებზე.

„გარდა ავარიული სახლებისა, ქალაქში გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლები. შესაბამისად, 2 წლის განმავლობაში ვაპირებთ დავხარჯოთ 10 მლნ ლარზე მეტი ამ სახლების რეაბილიტაციისთვის და იქ მაცხოვრებელი ოჯახები გააგრძელებენ ცხოვრებას რეაბილიტირებულ სახლებში“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

Share