Home » საზოგადოება » ბათუმში ელექტროავტობუსების გამოჩენა კიდევ ერთხელ დაანონსდა
ბათუმში ელექტროვატობუსების გამოჩენა კიდევ ერთხელ დაანონსდა

ბათუმში ელექტროავტობუსების გამოჩენა კიდევ ერთხელ დაანონსდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსის შეძენაა დაგეგმილი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტ, სერ სუმა ჩაკრაბარტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციისათვის EBRD-ის მხარდაჭერით თანამედროვე ავტობუსების შეძენა, რომელიც განკუთვნილია ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

ასევე, დაგეგმილია ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსის შეძენა. ელექტროავტობუსების პროექტი იქნება პირველი ამგვარი პროექტი EBRD-ის დააფინანსებით და ასევე, პირველი ასეთი პროექტი რეგიონში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბათუმში ელექტროავტობუსების მოძრაობა უკვე დიდი ხანია რაც დაანონსებულია. 2016 წლის ივლისში ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის მიერ იქნა დაანონსებული 10 ელექტროავტობუსის შემოყვანა ბათუმში, რომლის შედეგადაც ბათუმი იქნებოდა პირველი ქალაქი ამიერკავკასიაში, სადაც ელექტროავტობუსები იმოძრავებდნენ.  მათ შესაძენად თანხა მაშინაც  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს უნდა გამოეყო.

მიმდინარე წლის ივლისშიც გაჟღერდა ინფორმაცია ბათუმში ელექტროავტობუსების შემოსვლასთან დაკავშირებით. დაფინანსების წყაროდ კვლავ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარბის ბანკი დასახელდა.  მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლებისთვის 7 მილიონი ევრო გამოიყო. ტენდერი შესყიდვასთან დაკავშშირებით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უნდა გამოცხადებულიყო, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა.

ამრიგად, ბათუმში ელექტროავტობუსების გამოჩენის საგა კიდევ ერთ და იმედია საბოლოო ეტაპს დაადგა.

 

ავტორი: ბაჩო ჯინჭარაძე

Share