Home » საზოგადოება » ბათუმის გეზში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა

ბათუმის გეზში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ბათუმი“, კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

კერძოდ, კომპანიის მიერ, შემოტანილ სხვადასხვა სახეობის ტვირთზე, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის მიმართ რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა.

საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“-ს უფლებამოსილი პირის მიერ, აღრიცხვის მოწმობის თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემოსვლისას წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტაცია) და ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა 3 950 კილოგრამი არადეკლარირებული ტანსაცმელი, რომლის საბაჟო ღირებულებამ საერთო ჯამში – 192 039 ლარი შეადგინა.

ამასთან, გამოვლინდა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში სასაქონლო ნიშნების შესაძლო უკანონო გამოყენების ფაქტი.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

Share