Home » ფინანსები » ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი 46 807 300 ლარით გაიზარდა

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი 46 807 300 ლარით გაიზარდა

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი 46 807 300 ლარით გაიზარდა და 205 მილიონამდე ლარს შეადგენს. ფინანსური დოკუმენტი ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა.

აღნიშნულ ბიუჯეტს საკრებულოს ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ დაუჭირა მხარი. მათი განცხადებით, ბათუმის ბიუჯეტი წინასაარჩევნოდ იზრდება და თანხებს ხმების მოსაპოვებლად იყენებენ.

თავის მხრივ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ქალაქის ბიუჯეტი ინფრსტრუქტურულ პროექტებს, რეკრეაციულ ზონებს, ბაღების მშენებლობას და ასევე ავტობუსების შეძენას მოხმარდება.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული ბიუჯეტით ბათუმში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

Share