Home » მსოფლიო » „ბარსელონას“ ვალმა მილიარდ ევროს გადააჭარბა

„ბარსელონას“ ვალმა მილიარდ ევროს გადააჭარბა

„ბარსელონამ“ გამოაქვეყნა წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ კატალონურ კლუბს რთული პერიოდი უდგას.

ანგარიშის თანახმად, „ბარსელონას“ ვალის სრული ოდენობა მილიარდ ევრო აჭარბებს – 1.173 მილიარდი. აქედან 730 მილიონი არის ვალდებულება, რომელიც კატალონელებმა უახლოეს პერსპექტივაში უნდა დაფარონ. კიდევ 488.4 მილიონი – სუფთა წაგება გასულ წელს. დავალიანების თანხაში შედის 265 მილიონი, რომელიც უნდა დაუბრუნდეს საკრედიტო ორგანიზაციებს. კიდევ 164 მილიონი კლუბმა თავის თანამშრომლებს უნდა გადაუხადოს.

გაზეთ „მარკას“ მონაცემებით, „ბარსელონა“ მოლაპარაკებებს აწარმოებს თავის კრედიტორებთან კორონავირუსის სიტუაციასთან დაკავშირებით ვალდებულებების გადავადების შესახებ. კლუბი აპირებს – გადადოს ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულება მინიმუმ 2021 წლის 30 ივნისამდე. ზოგიერთმა კრედიტორმა უკვე დართო ნება გადავადებაზე. კლუბი აგრძელებს მოლაპარაკებებს დანარჩენებთან.

ანგარიშის კიდევ ერთი საგულისხმო დეტალია – შემოსავლების შეფასება გულშემატკივრების ტრიბუნებზე დაშვების მომენტამდე. „ბარსელონა“ იმედოვნებდა, რომ წელს მაყურებელი შეძლებდა „კამპ ნოუზე“ მატჩებზე დასწრებას. კერძოდ, კლუბის გეგმავდა 56 მილიონი დოლარის მიღებას იმ სქემით, რომ თებერვალში ტრიბუნები შეივსებოდა 25 პროცენტით, მაისში კი 50 პროცენტით.

დავამატებთ, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც, თავდაპირველად, 24 იანვარს იყო დაგეგმილი, გაურკვეველი ვადით გადატანილია კორონავირუსის გამო.

1tv.ge
Share