Home » მსოფლიო » ბარელი ნავთობის ფასი კვლავ მცირდება – რატომ არ იცვლება საქართველოში საწვავის ფასი
ბარელი ნავთობის ფასი კვლავ მცირდება - რატომ არ იცვლება საქართველოში საწვავის ფასი

ბარელი ნავთობის ფასი კვლავ მცირდება – რატომ არ იცვლება საქართველოში საწვავის ფასი

გასულ კვირას ნავთობზე ფასის 9.1%-ით შემცირებამ ფიუჩერსული ოპერაციები ნიუ-იორკში ნაკლებად შეცვალა. ეს იყო ყველაზე დიდი ზარალი ნოემბრის თვიდან. ხოლო 2015 წლის სექტემბერში კი ნავთობის ფასმა მაქსიმალურ დონეს მიაღწია.

მას შემდეგ რაც ლიბიაში შეიარაღებული ძალების დაპირისპირება მოხდა ნავთობის მოპოვება 11%-ით შემცირდა. ამ დაპირისპირებამ ოპეკის საექსპორტო ტერმინალენის დახურვა გამოიწვია.

გასულ კვირას ნავთობის ფასი $50 ბარელზე ჩამოვიდა. ეს მაჩვენებელი შენარჩუნებული იყო მას შემდეგ რაც ნავთობის საექსპორტო ქვეყნების ორგანიზაციებმა მიწოდების ზრდას შეუწყვეს ხელი. აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ამავე დროს წარმოებაც შესამჩნევად გაიზარდა. რამოდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის ენერგო სექტორის წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ ამერიკულ ნავთობკომპანიებთან, სადაც ითქვა, რომ ოპეკი არ აპირებს მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმების გაგრძელებას.

“მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი თუ დადებს ფსონს სამომავლოდ გაყიდვების გაზრდასთან დაკავშირებით’’, –  განაცხადა ნავთობის (PVM) ასოციაციის ანალიტიკოსმა სტივენ ბრენოკმა.

ნავთობის ფასის ვარდნის მიზეზი კვლავ ბაზარზე დაგროვებული სიჭარბეა. DTN-ის ანალიტიკოსის დერინ ნიუსომის თქმით, ბაზარზე ძალიან დიდი რაოდენობით ნავთობია, რამაც ნავთობზე ფასის შემცირება გამოიწვია.

გასულ კვირას ამერიკაში ნავთოის მარაგი 8.2 მილიონი ბარელით 528.39 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. იმავდროულად, ამერიკაში ასევე შეინიშნება ფიქალური ნავთობის და გაზის საბურღი დანადგარების ზრდის ტენდენცია. ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიები მოპოვების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ.

 

ავტორი: ლევან ლაგვილავა
www.bloomberg.com

Share