Home » საზოგადოება » “ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი აერთიანებს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, არამედ ევროპასა და აზიას”
"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი აერთიანებს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, არამედ ევროპასა და აზიას"

“ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი აერთიანებს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, არამედ ევროპასა და აზიას”

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონის მომავლისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ბაქოში რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე განაცხადა.

თურქეთის ლიდერის თქმით, პროექტი აერთიანებს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს, არამედ ევროპასა და აზიას.

„დღეს ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი ტვირთების მოცულობა 240 მილიონ ტონას აღემატება. ამ ტვირთების 10 პროცენტის ტრანსპორტირებაც რომ მოხდეს „საშუალო დერეფნით“, რომელიც ჩვენს ქვეყნებზე გადის, ჩვენ დამატებით 24 მილიონ ტონა ტვირთს გადავიტანთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

Share