Home » საზოგადოება » ბანკირები: უცხოური კაპიტალის ბანკებს უნდა ჰქონდეთ დრო, დაპატრონებული მიწის გასასხვისებლად
ბანკირები: უცხოური კაპიტალის ბანკებს უნდა ჰქონდეთ დრო, დაპატრონებული მიწის გასასხვისებლად

ბანკირები: უცხოური კაპიტალის ბანკებს უნდა ჰქონდეთ დრო, დაპატრონებული მიწის გასასხვისებლად

ბანკირები იმედოვნებენ, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა საბანკო სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.

“თიბისის” გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა ღაძაძე ამბობს, რომ უცხური კაპიტალის ბანკებს დაანონსებული შეზღუდვა გარკვეულ ბარიერებს შეუქმნის, თუმცა ფიქრობს, რომ კანონპროექტი ისე დაიხვეწება, რომ სექტორი არ დაზარალდება.

„ბანკებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ ის ძირითადი აქტივი, რასაც მიწა ჰქვია, იყოს უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული და  მას ჰქონდეს ადეკვატური ლიკვიდურობა მეორად ბაზარზე”, – ამბობს პაატა ღაძაძე, აღნიშნავს, რომ ამ შეზღუდვებამდეც დიდი ოდენობით უცხოური ინვესტიციები არ იდებოდა სასოფლო მიწებში, თუმცა მთავრობის ეს ინიციატივა ინვესტორებისთვის სიგნალია და ისინიც საკანონდებლო ჩარჩოს შესაბამისად მოიქცევიან.

“პირდაპირ გეტყვით, რომ მრავალმა, ასეთი  ტიპის შეზღუდვამ შეიძლება დააფრთხოს ინვესტორები, თუმცა ეს კონკრეტული შეზღუდვა არაა იმ მნიშვნელობის,  რამდენადაც პრესაშია რეზონანსული”, – ამბობს ღაძაძე.

ინიციატივის დახვეწას ელის „ვითიბი ბანკის“ გენერალური დირექტორიც.

არჩილ კონცელიძე ამბობს, რომ უცხოური კაპიტალის ბანკებს უნდა ჰქონდეთ დრო- 3-4 წელი მაინც, რომ დაპატრონებული მიწის გასხვისება შეძლონ.

ბანკირი ამბობს, რომ მიწის ფასის ვარდნას არ ელის, რადგანაც მოთხოვნა არის, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა რაც მიწის გასხვისებას აფერხებს არის მცირე ფართობის მიწების არსებობა.

„ეკონომიკურად დიდი ცვლილებას ვერ ვხედავ“  – აღნიშნავს ვითიბის CEO.

შეგახსენებთ, არის ინიციატივა, რომლის მიხედვით,  უცხოური კაპიტალით შექმნილი ბანკები ვალდებული არინ სესხის უზრუნველყოფაში გადაცემული მიწა 1 წელში გაასხვისონ.

 

წყარო: Gbc.ge

Share