Home » ფინანსები » ბანკებს უცხოურ სათამაშო კომპანიებში თანხის გადარიცხვა აეკრძალებათ – ფინანსთა მინისტრი

ბანკებს უცხოურ სათამაშო კომპანიებში თანხის გადარიცხვა აეკრძალებათ – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს მთავრობის სხოდმაზე აზარტული თამაშების რეგულირების ახალი მოდელი წარადგინა.

მისი თქმით, საქართველოში დაგეგმილი გამკაცრებული რეგულაციების პარალელურად, მკაცრდება კონტროლი უცხოურ სათამაშო ვებვერდებზე და საქართველოში რეგისტრირებულ საგადასახდო ბარათების პროვაიდერებს, ეკრძალებათ თანხების გადარიცხვა იმ ანგარიშებზე, რომლებიც ასოცირებულია უცხოური აზარტული თამაშების სისტემებთან.

ახალი რეგულაციების შედეგად, ქვეყანაში სათამაშო ასაკი 25 წლამდე იზრდება, ასევე საჯარო მოხელეებს თამაშების უფლება შეეზღუდებათ, ხოლო სოცდაუცველები კი აზარტული თამაშების სისტემებში ვეღარ დარეგისტრირდებიან და ვეღარ ითამაშებენ. ასევე იკრძალება თანხის ერთი პირიდან მეორე პირზე გადარიცხვის შესაძლებლობაც.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მთლიანობაში აკრძალვა 1 მილიონამდე მოქალაქეზე იმოქმედებს, რამაც აზარტული თამაშების ბრუნვა უნდა შეამციროს.

ბიუჯეტისთვის ამ შემცირების დასაბალანსებლად, მკვეთრად იზრდება სექტორისთვის დაწესებული გადასახადები, რომელთა შედეგადაც, ბიუჯეტმა მომავალშიც დაახლოებით იმდენი გადასახადი (300-400 მლნ ლარი) უნდა მიიღოს, რასაც დღეს იღებს.

Share