Home » საზოგადოება » ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით, 20%-მდე შეუმცირდებათ
ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით, 20%-მდე შეუმცირდებათ

ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით, 20%-მდე შეუმცირდებათ

“ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ დაწოლა მოახდინა ინფლაციაზე, ვინაიდან ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ინფლაციასთან ბრძოლაა, აქედან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა სათანადო ზომების მიღება დაიწყო. ჩვენ ბოლო ორი მონეტარული კომიტეტის შემდეგ გავამკაცრეთ საკრედიტო პოლიტიკა და 0.5 პროცენტით ავწიეთ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი, ამავე დროს განვახორციელეთ ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე,“— აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

გვენეტაძის თქმით, სებ-მა მიიღო გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები ხუთი პროცენტით შემცირების შესახებ, ამავდროულად უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მიმართულებით გარკვეული შეღავათი მიეცემათ კომერციულ ბანკებს.

“ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 700 მილიონი დოლარის დამატებითი რესურსი, უცხოური ვალუტის რესურსი იქნება შესაძლებელი გასცენ კომერციულმა ბანკებმა სესხებად და ასევე საპროცენტო განაკვეთი ამ უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდება.

ამ ღონისძიებებმა ელი უნდა შეუწყოს გაცვლითი კურსის დინამიკის შეცვლას და დასტაბილურებას და დროთა განმავლობაში წნეხი შემცირდება ინფლაციაზე. ეს არ ნიშნავს, რონ ლარიზაციის პოლიტიკას ეროვნული ბანკი არ აგრძელებს. შესაძლებელია ამ პროცესზე დროებით ლარიზაციის ტემპის მცირედით შენელება გამოიწვიოს, თუმცა ეს იქნება მხოლოდ კორპორატიული სექტორის და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კოორდინაცია მთავრობასთან, ვიღებთ იმ ზომებს, რომლებიც ჩვენი მხრიდან არის საჭირო, ისევე როგორც მთავრობა. მომავალში დავაკვირდებით სიტუაციას და გავაგრძელებთ ზომების მიღებას ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენების ჩათვლით, რომელიც ჩვენს ხელში არის, ეს იქნება სავალუტო ინტერვენციები, რეზერვები თუ სხვა. ლარიზაცია შეფასებულია წევრი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ როგორც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც გამოიწვია საქართველოს საერთაშორისო რეიტინგების გაზრდა.

ფიზიკურ პირებს აქვთ პრობლემა, მოგეხსენებათ, რომ ისინი რთულად უმკლავდებიან ლარის გაუფასურების პერიოდს და დაახლოებით 16 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ფიზიკური სესხების ლარიზაცია და ეს ნიშნავს, რომ იმ მსესხებლების რაოდენობა, რომელიც ახლა რთულ სიტუაციაში ჩავარდებოდა 16 პროცენტული პუნქტებით ნაკლებია. ეს არის ცალსახად დადებითი და ვრჩებით ლარიზაციის ერთგული.“ — აცხადებს კობა გვენეტაძე.

Share