Home » ფინანსები » ბანკებმა სესხის დამტკიცების საკომისიო გაზარდეს

ბანკებმა სესხის დამტკიცების საკომისიო გაზარდეს

სამომხმარებლო სესხების გაცემები მცირდება, მარტში 300 სესხია დამტკიცებული, მთლიანად სხვადასხვა მიზნებისთვის  გაცემული 920 კრედიტიდან, რომელთა შორის იპოთეკური მხოლოდ 4 -ია, ავტოსესხი 1, სალომბარდე  კი 28.

პანდემიის I ტალღიდან სამომხარებლო სესხების მაქსიმალური რაოდენობა – 515  ფიქსირდება 2020-ის აგვისტოში და მას შემდეგ კი მოთხოვნა იკლებს, პროცენტი კი მერყეობს.

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, ამ დროისთვის სამომხმარებლო სესხების მთლიანი პორტფელი (ნაშთი) 4.8 მლრდ ლარია,

აპრილიდან ბანკებმა გაცემის საკომისიო, 0.5%-ული პუნქტით გაზარდეს, 2,5%-მდე, შემსუბუქდა წინმსწრები დაფარვის პირობები (სესხის გადაფარვის საკომისიო სებ-ის რეგულირების ნაწილია)

2021 წლის აპრილამდე, თუ მსესხებელს სესხის დაფარვამდე  6 თვიდან 1 წლამდე პერიოდი ჰქონდა დარჩენილი, 0,5%-ს იხდიდა, 1-2 წელი თუ რჩებოდა, 1% -ს და 2 წელზე მეტი პერიოდის შემთხვევაში 2%-ს.

2021 წლის 1 აპრილიდან კი მომხმარებელს ცვლადგანაკვეთიან სესხზე , 0.5%-ზე მეტი არმოეთხოვება მაშინაც კი თუ სესხის გასტუმრებამდე 1-2 წელი აქვს დარჩენილი.

გამოკითხულ მომმარებლებიდან  განაკვეთის შემცირება ყველას ახარებს. განაკვეთის დაწევა მხოლოდ ცვლადგანაკვეთიანზე შეღავათს არ იძლევა. შეღავათი სასესხო ტვირთთან შედარებით უმნიშვნელოა.

ამ დროისთვის ბანკები უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხს ძირითადად კომბინირებული პირობებით გასცემენ, რაც იმას ნიშნავს, რომ  მომხმარებელმა რა პროცენტადაც სესხი  აიღო,ნ ის განაკვეთი დაფარვამდე არ შეუნარჩუნდება, 1,2 ან 3 წელში  გაცვლადგანაკვეთიანდება, მიებმება რეფინანსირების განაკვეთსმ რაც ამ დროისთვის 8.5%-ია და 28 აპრილიოსთვის კიდევ იზრდება.

წყარო: GBC.GE

Share