Home » ფინანსები » ბანკების საკრედიტო პორტფელი აგვისტოში 185.6 მილიონი ლარით შემცირდა
ბანკების საკრედიტო პორტფელი აგვისტოში 185.6 მილიონი ლარით შემცირდა

ბანკების საკრედიტო პორტფელი აგვისტოში 185.6 მილიონი ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 185.6 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.1 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 16.4 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 64.1 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა 249.7 მლნ ლარით (2.3 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.5 პროცენტით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.8 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.3 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 5.7 მლრდ ლარის (3.5 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.7 პროცენტით ნაკლები).
2016 წლის აგვისტოს განმავლობაში 0.1 პროცენტით ანუ 5.8 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 8.1 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 35.76 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს  მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.37 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
Share