Home » ფინანსები » ბანკების სააქციო კაპიტალი მაისში 66 მილიონი ლარით გაიზარდა
საბანკო სექტორის მოგება 37%-ით გაიზარდა

ბანკების სააქციო კაპიტალი მაისში 66 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მაისის ბოლოს საქართველოში 19 კომერციული ბანკი, 71 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ვალუტის გადამცვლელი 1181 პუნქტი, 14 სადაზღვევო კომპანია, 5 საპენსიო ფონდი და 1 საფონდო ბირჟა ოპერირებდა.

საფინანსო ინსტიტუტების რაოდენობა მაისში თითქმის არ შეცვლილა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გარდა, რომელმა რაოდენობა მაისში 7 ერთეულით გაიზარდა.

კომერციული ბანკების სააქციო კაპიტალმა მაისის ბოლოს 3.636 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 66 მლნ ლარით მეტია, ვიდრე აპრილის ბოლოს. მაისში ბანკებს 142 ფილიალი და 812 სერვის-ცენტრი ჰქონდათ. ფილიალების რაოდენობა 16 ერთეულითაა გაზრდილი, ხოლო სერვის-ცენტრების შემცირებულია 13-ით.

წყარო: აგორა

Share