Home » ფინანსები » ბანკების ჯამური სააქციო კაპიტალი 2015 წელს შემცირდა
ბანკების ჯამური სააქციო კაპიტალი 2015 წელს შემცირდა

ბანკების ჯამური სააქციო კაპიტალი 2015 წელს შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლის ბოლოს საქართველოს საბანკო სისტემაში 19 კომერციული ბანკი ოპერირებდა და მათი ჯამური სააქციო კაპიტალი 3.513 მლრდ ლარს შეადგენდა.

ეს რიცხვი 74 მლნ ლარით ნაკლებია 2014 წლის დეკემბრის ბოლოს არსებულთან შედარებით, როცა საბანკო სისტემაში 21 ბანკი ოპერირებდა და მათი ჯამური სააქციო კაპიტალი 3.587 მლრდ ლარი იყო.

2015 წლის ბოლოს არსებულ 19 ბანკიდან 18-ში უცხოური კაპიტალი მონაწილეობდა. ბანკებს ჰქონდათ 125 ფილიალი და 827 სერვის-ცენტრი. 2014 წლის ბოლოს კი ბანკის 168 ფილიალი და 796 სერვის-ცენტრი ფიქსირდებოდა.

გარდა ბანკებისა, 2015 წლის ბოლოს საქართველოში იყო 69 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, 1-ით ნაკლები 2014 წლის ბოლოსთან შედარებით; 1161 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, 14 სადაზღვევო კომპანია და 5 საპენსიო ფონდი.

წყარო: Agora.ge

Share