Home » ფინანსები » „ბანკების აქციონერებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობის აკრძალვა აბსურდია“
„ბანკების აქციონერებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობის აკრძალვა აბსურდია“

„ბანკების აქციონერებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობის აკრძალვა აბსურდია“

“კომერციული ბანკების აქციონერებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობის შესაძლო აკრძალვა აბსურდია”, – ასე აფასებს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია უმრავლესობის წევრების ნაწილის ინიციატივას, რომლებიც კომერციული ბანკების აქციონერებისთვის არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვას ითხოვენ.

ზურაბ გვასალია რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ არის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ეროვნულ ბანკს კონტროლის სერიოზულ მექანიზმს აძლევს ჰოლდინგებთან დაკავშირებით .

„წარმოუდგენელია, რომ ბანკის აქციონერს ავუკრძალოთ კაპიტალის დაბანდება, აბსურდამდე მივდივართ. კონტროლის მექანიზმი საჭიროა და ამაზე უარს არავინ ამბობს. თუმცა უნდა ითქვას, რომ დიდი ხანია არაპროფილური აქტივები გამოყოფილი აქვთ ბანკებს.

კონკრეტული საბანკო დაწესებულება ბიზნესის კონკურენტი არ არის. ბიზნესს კაპიტალიზაციის პრობლემა უდგას და განაწყენებული არიან, რომ ვერ ახერხებენ სესხების მოთხოვნას, რომელიც ხელმისაწვდომი არაა მათთვის. ამ კუთხით, რომ იმუშაონ ბევრად უკეთესია”, – აცხადებს გვასალია.

ზურაბ გვასალიას თქმით, კომპანიების მხრიდან პრეტენზიები ბანკებთან დაკავშირებით იქნება რადგან არასოდეს არავის, მოსწონს საპროცენტო განაკვეთები, პირობები. მისივე განმარტებით, რისკების შემცირებაზე ბანკები მუშაობენ და ეს რთული პროცესია, საპროცენტო განაკვეთებზე შემცირების ტენდენციაა.

მისივე განცხადებით, აქვე ჩნდება უკმაყოფილება დეპოზიტების შემცირებულ საპროცენტო განაკვეთებზე.

„რთულია საბანკო სექტორმა შეძლოს და მომხმარებლის ყველა პირობა დააკმაყოფილოს”, – აცხადებს გვასალია.

“კომერსანტი”

Share