Home » რეიტინგი » „ბანკები და ფინანსების“ გამოკითხვაში საუკეთესო სერვისის მქონე ბანკი „თიბისი ბანკი“ გახდა

„ბანკები და ფინანსების“ გამოკითხვაში საუკეთესო სერვისის მქონე ბანკი „თიბისი ბანკი“ გახდა

გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მკითხველთა აზრით, საბანკო სისტემაში საუკეთესო სერვისი თიბისი ბანკს აქვს. გამოკითხვაში, რომელიც 2015 წლის 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, გამოცემის ვებ-გვერდ www.bfm.ge -ზე მიმდინარეობდა 2222-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხულთა 36%-ის (793 ხმა) აზრით, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებს შორის საუკეთესო მომსახურება აქვს „თიბისი ბანკს“. გამოკითხვაში მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკი“ გავიდა, რომლის სერვისიც საუკეთესოდ გამოკითხულთა 30%-მა (673 ხმა) შეაფასა.

გამოკითხვაში წარმოდგენილი იყო 10 ყველაზე მეტი აქტივების მქონე ბანკი. საუკეთესო სერვისის მქონე ბანკების სამეულში მოხვდა ლიბერთი ბანკი, რომელმაც მცირე უპირატესობით აჯობა ბანკ რესპუბლიკას, – ლიბერთი ბანკს 159 ხმა აქვს, ხოლო ბანკ რესპუბლიკას 154. საუკეთესო სერვისის მქონეთა www.bfm.ge -ის ვერსიაში სხვა პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა: ვითიბი ბანკი – 117 ხმა; პროკრედიტ ბანკი – 103 ხმა; ბანკი ქართუ – 68 ხმა; კორსტანდარტ ბანკი – 33 ხმა; ბაზისბანკი – 32 ხმა; პაშა ბანკი – 24 ხმა; სხვა – 66 ხმა;

ბანკი ხმების რაოდენობა პროცენტული რაოდენობა
თიბისი ბანკი 793 36%
საქართველოს ბანკი 673 30%
ლიბერთი ბანკი 159 7%
ბანკი რესპუბლიკა 154 7%
პროკრედიტ ბანკი 103 5%
ვითიბი ბანკი 117 5%
ბანკი ქართუ 68 3%
ბაზისბანკი 32 1%
კორ სტანდარტ ბანკი 33 1%
პაშა ბანკი 24 1%
სხვა 66 3%

როგორც აღინიშნა, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2222-მა ადამიანმა. მნიშვნელოვანია, რომ  ხმის მიცემა, მისი მიმდინარეობის პერიოდში, ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთხელ იყო შესაძლებელი, რაც მინიმუმამდე ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ ერთმა ადამიანმა რამდენჯერმე დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.

Share