Home » მსოფლიო » ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 2021 წელს ისტორიულად დაბალი რაოდენობის, 15 000-მდე ლტოლვილის მიღებას ითვალისწინებს

ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 2021 წელს ისტორიულად დაბალი რაოდენობის, 15 000-მდე ლტოლვილის მიღებას ითვალისწინებს

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 2021 წლის საბიუჯეტო წლის განმავლობაში ისტორიულად დაბალი რაოდენობის, 15 000-მდე ლტოლვილის მიღებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა ლტოლვითა უფლებების დამცველებისა და ზოგიერთი „დემოკრატი“ კონგრესმენის უკმაყოფილება გამოიწვია. თეთრმა სახლმა კრიტიკას განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნულია, რომ ბაიდენი მისაღები ლტოლვილების საბოლოო ზღვარს 15 მაისამდე დააწესებს.

ჯო ბაიდენმა მიმდინარე წლის თებერვალში პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ზღვარს, რომელმაც მისაღები ლტოლვილების რაოდენობა 15 000-მდე შეამცირა, 62 500-მდე გაზრდიდა.

ცნობისათვის, ლტოლვილთა მიღების პროგრამა განსხვავდება მიგრანტთა თავშესაფრის სისტემისგან. ლტოლვილების შემოწმება ჯერ კიდევ საზღვარგარეთ, აშშ-ში შესვლამდე უნდა მოხდეს, განსხვავებით მიგრანტებისგან, რომლებიც აშშ-ის საზღვარზე ჩადიან და შემდეგ ითხოვენ თავშესაფარს.

ipn.ge

Share