Home » მსოფლიო » ბაიდენი სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის ემზადება

ბაიდენი სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის ემზადება

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოსმალეთი იმპერიის მიერ 1915 წელს ეთნიკურ სომეხთა მასობრივი ხოცვის ფაქტის გენოციდად აღიარებისთვის ემზადება. ამის შესახებ Voice of America-ს წერს.

აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობა შეინარჩუნა, რამდენიმე მედიასთან თქვა, რომ გენოციდად აღიარებას შესაძლოა შაბათს, 24 აპრილს მოხდეს. 24 აპრილი სომეხთა გენოციდში დაღუპულთა სამახსოვრო დღეა.

გასულ წელს, საარჩევნო კამპანიის დროს ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის სომეხთა გენოციდის რეზოლუციას მხარს დაუჭერდა.

სომეხთა გენოციდის ბაიდენის მიერ აღიარების მოლოდინები დიდი ხანია არსებობს. ამას 21 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გამოეხმაურა. თუ კი ბაიდენი სომეხთა 1915 წლის მასობრივ ხოცვას გენოციდად აღიარებს, ის გახდება აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, ვინც ეს ოფიციალურად გააკეთა.

თავად თურქეთი აღიარებს, რომ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს მრავალი სომეხი ოსმალებთან შეტაკების დროს დაიღუპა, მაგრამ ამ მოვლენებს გენოციდად არ ცნობს, რადგან თვლიან, რომ ეთნიკურად სომეხთა ხოცვა არ ყოფილა სისტემატურად ჩატარებული.

Share