Home » მსოფლიო » ბაიდენი: ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანა პირველ მაისს დაიწყება და 11 სექტემბრისთვის დასრულდება

ბაიდენი: ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანა პირველ მაისს დაიწყება და 11 სექტემბრისთვის დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანას აპირებს.

ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთში განლაგებული 2500 ამერიკელი ჯარისკაცის იქიდან გამოყვანა დაიწყება პირველ მაისს და დასრულებული იქნება 11 სექტემბრისთვის. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში განცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მოკავშირეები, რომლებსაც ასევე ჰყავთ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტი, ჯარების გაყვანას უფრო ადრე დაასრულებენ.

„მე ამერიკის მეოთხე პრეზიდენტი ვარ, ვინც მეთაურობს ავღანეთში ამერიკის ჯარების ყოფნას. ორი რესპუბლიკელი, ორი დემოკრატი“, – თქვა ბაიდენმა და განაცხადა: „ამ პასუხისმგებლობას არ გადავცემ მეხუთეს“.

„დროა, დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი. დროა, ამერიკის ჯარები შინ დაბრუნდნენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Share