Home » საზოგადოება » ბადრი ჯაფარიძე – საქართველომ შესაძლებელია მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის შუალედური სტატუსი

ბადრი ჯაფარიძე – საქართველომ შესაძლებელია მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის შუალედური სტატუსი

„ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, განაცხადა, რომ საქართველომ შესაძლებელია ევროკავშირის წევრობის შუალედური სტატუსი მოიპოვოს.

მისი თქმით, ეს სტატუსი საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების იქნება, რომელიც ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.

„დღეს ბრიუსელში გახმოვანდა ახალი ინიციატივა, რომ შემოიღონ საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისთვის (ისე როგორც არსებობს საგზაო რუკა ნატოს წევრობისთვის) და ეს იქნება წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს შუალედურ სტატუსს ევროკავშირის წევრობისთვის, რომელიც შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს.

ამ სტატუსით საქართველოს ახალი შესაძლებლობები ექნება და ეს სრულად ახალი ეტაპია ქვეყნისთვის, რომელიც დაგვეხმარება უდიდესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში და ნამდვილად შეუქმნის კეთილდღეობას საქართველოს მოქალაქეებს.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვაჩვენოთ, ჩვენს უერთგულეს მეგობრებს, რომ მათ ოპოზიციის სახით ჰყავთ საიმედო და ერთგული საყრდენი და საიმედო პარტნიორი, რომ ჩვენ შევძლოთ ძალიან საინტერესო იდეების განხორციელება და გაცილებით სწრაფად ვიმოძრავებთ ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, ვიდრე ეს წარმოგვედგინა“ , – განაცხადა ჯაფარიძემ.

Share