Home » საზოგადოება » ბადრი ჯაფარიძე: ქვეყნის ინტერესებშია, რომ გარეთ მყოფი ოპოზიციის 100% შევიდეს პარლამენტში

ბადრი ჯაფარიძე: ქვეყნის ინტერესებშია, რომ გარეთ მყოფი ოპოზიციის 100% შევიდეს პარლამენტში

თუ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი გარეთ დარჩა, ეს ნიშნავს, რომ კრიზისი გრძელდება და პოლიტიკური მშვიდობა არ გვაქვს. ქვეყნის ინტერესებშია, რომ გარეთ მყოფი ოპოზიციის 100% შევიდეს პარლამენტში, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ შეთანხმება არ უნდათო – შეთანხმება ყველას უნდა. ეს სპეკულირება და კიდევ ერთი მცდელობაა, რომ წარმოადგინონ თითქოს ოპოზიცია დესტრუქციულია და მოლაპარაკება არ უნდა. არ არსებობს იმ მაგიდის ირგვლივ ადამიანი, რომელსაც შეთანხმება არ უნდოდეს.

გაცილებით მეტად უნდათ შეთანხმება ვიდრე „ქართულ ოცნებას“. მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს, შეთანხმება არ იყოს მიღწეული და წარმოაჩინოს ოპოზიცია როგორც არეულობის მოსურნე და უპასუხისმგებლო.

სინამდვილეში, თუ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი გარეთ დარჩა, ეს ნიშნავს, რომ კრიზისი გრძელდება და პოლიტიკური მშვიდობა არ გვაქვს. ქვეყნის ინტერესებშია, რომ გარეთ მყოფი ოპოზიციის 100% შევიდეს პარლამენტში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

Share