Home » საზოგადოება » ბაჩო ჯინჭარაძე: ეროვნულ ბანკს მაინც მოუწია მონეტალური პოლიტიკის გამკაცრება, რაც სწორი გადაწყვეტილებაა

ბაჩო ჯინჭარაძე: ეროვნულ ბანკს მაინც მოუწია მონეტალური პოლიტიკის გამკაცრება, რაც სწორი გადაწყვეტილებაა

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 10.5%-მდე

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას ანალიტიკოსი, ბაჩო ჯინჭარაძე სებ-ის ამ გადაწყვეტილებას მართებულად აფასებს. მისი თქმით, სებ-მა წინა სხდომაზე თავი შეიკავა განაკვეთის გამკაცრებისგან, მაგრამ მაინც ვერ გაექცა ამ გადაწყვეტილებას.

“სებ-მა წინა სხდომაზე თავი შეიკავა განაკვეთის გამკაცრებისგან, მაგრამ მაინც ვერ გაექცა ამ გადაწყვეტილებას.

არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენ სულ ვსაყვედურობთ ეროვნულ ბანკს, რომ ის პრევენციის რეჟიმით არ მუშაობს, რისი გამოვლინება იყო ის, რომ პანდემიას ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით შევხვდით [აქ პანდემიის წინასწარმეტყველება არ იგულისხმება რა თქმა უნდა].

ახლა, ამ გადაწყვეტილებაში ჩანს გარკვეული გათვლები. მსოფლიო ბაზრებზე პროდუქტების კიდევ უფრო მეტად გაძვირებაა მოსალოდნელი. მარტივი მაგალითის მოყვანა რუსეთზე შეიძლება, საიდანაც ჩვენს ქვეყანაში ბევრი პროდუქტი შემოდის და სადაც დაგეგმილია სხვადასხვა პროდუქტზე, მაგალითად, ზეთზე, ხორბალზე და ა.შ. საგადასახადო განაკვეთის გაზრდა.

მართალია, ნავთობპროდუქტებზე ფასები ბოლო კვირის განმავლობაში დაღმავალი ტრენდით ხასიათდება, თუმცა ამ ბაზარზე რა დროს რა მოხდება, რთული საპროგნოზოა. პლუს, წინასაახალწლო პერიოდია და როგორც წესი, ამ დროს ფასები იზრდება.

მესმის რომ ამით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების მომსახურება ძვირდება, მაგრამ ამ ეტაპზე, რბილი მონეტალური პოლიტიკის განაკვეთის პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და გააძვირებს ისედაც საგრძნობლად გაძვირებულ პროდუქციას. ეგეც ჩვენ ჯიბეზე აისახება”, – აცხადებს აფბას ანალიტიკოსი.

Share