Home » ეკონომიკა » აზერბაიჯანში ქართული პროდუქციის ექსპორტი 164%-ით გაიზარდა
აზერბაიჯანში ქართული პროდუქციის ექსპორტი 164%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანში ქართული პროდუქციის ექსპორტი 164%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, აზერბაიჯანში საქართველოდან 120 მილიონი დოლარის პროდუქცია შევიდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდს 164%-ით (75 მილიონი დოლარით) აღემატება. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

ამ ზრდის მიუხედავად, ექსპორტის მაჩვენებელი 2012-14 წლების მაჩვენებელს მაინც ჩამორჩება (საშუალოდ 189 მილიონი დოლარი). ამის მიზეზი კი 2015 წლიდან აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილების შეყვანაზე დაწესებული რეგულაციებია.

ამ წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან აზერბაიჯანში 1995 ცალი ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა,წინა წლის იმავე პერიოდში კი მხოლოდ 357 ცალი ავტომობილი გავიდა საქართველოდან აზერბაიჯანში.

 

ემხრობით თუ არა მსუბუქი ნარკოტიკების (მარიხუანა, კლუბური ნარკოტიკები...) ლეგალიზებას?

  • არა (74%, 837 Votes)
  • დიახ (22%, 249 Votes)
  • მიჭირს პასუხის გაცემა (4%, 41 Votes)

სულ: 1,127

Loading ... Loading ...
Share