Home » ეკონომიკა » აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით საექსპორტო ტვირთის ტრანსპორტირება დაიწყო

აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით საექსპორტო ტვირთის ტრანსპორტირება დაიწყო

აზერბაიჯანმა პირველად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით საექსპორტო ტვირთის ტრანსპორტირება დაიწყო.

ADY Express-ის ცნობით, ამჯერად კომპანია შეძლო Baku Steel Company-ს თურქეთში ფოლადის კონსტრუქციების ტრანსპორტირება. ტვირთი ბაქოდან თურქეთის ქალაქ პაიასში ჩავა.

ფოლადის კონსტრუქციები ნახევარვაგონებით ახალქალაქში, სადაც თურქულ ვაგონებში გადაიტვირთა და გზა გააგრძელა.

სულ დაგეგმილია 5000 ტონა ფოლადის კონსტრუქციების ტრანპორტირება 75 ვაგონით, აქედან პირველი 15 ვაგონი უკვე გადაიზიდა, ტვირთის ნაწილი კი გზაშია.

ADY Express -ი ამბობს, რომ იგეგმება მსგავსი ტვირთების გადაზიდვა ბაქო-თბილისი – ყარსის რკინიგზით.

2020 წელს, ADY Express -მა ბაქო- თბილისი – ყარსის რკინიგზით 49 739 ტონა ტვირთი გადაზიდა, საიდანაც 97% ტრანზიტული, ხოლო 3% იმპორტული ტვირთები იყო.

2019 წელს კი, კომპანიამ ამავე რკინიგზით 25 772 ტონა ტვირთი გადაზიდა.

business-partner.ge

Share